სამგორის რაიონის გამგეობასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ადგილზე იმყოფებიან პლაკატებით წარწერით “არა რეპრესიულ პოლიტიკას”, “სირცხვილი ქალაქის მთავრობას”. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ იმ პირებს, ვისი შენობების დემონტაჟიც გუშინ განახორციელდა. ასევე მოითხოვენ, გუშინ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას.
“დამნაშავეები ვართ არ ვუარყოფთ იურიდიულად, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც ხომ არის?! ჩემი მეგობრის სახლი დაინგრა. ის ქოხი რაც ამიშენეს მეზობლებმა, დამანებონ, გადავიხდი. შევისყიდი იმ 500 კვადრატ მიწას”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.