აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, პროტესტი გაგრძელდება და აქციის მონაწილეებთან ერთად, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოითხოვენ“.
„დაკავებულია შვიდი ადამიანი, რომლებიც კანონიერად ერთპარტიულ სისტემას აპროტესტებდნენ. დაკავებული პირების მხარდასაჭერად მოვედით და გვინდა, რომ მთელმა საზოგადოებამ დაინახოს, არჩევნები მოპარულია. ეს ადმინისტრაციული სასჯელები ჩაივლის და მათ შორის პოლიტპატიმრები მალე გათავისუფლდებიან”,- აღნიშნა ბონდო თედორაძემ.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას შვიდი ადამიანი დააკავეს