მარნეულელები პარლამენტის დეპუტატებისგან მუნიციპალური პრობლემების მოგვარებას ელოდებიან

422

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დღეს დაიწყო. პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დეპუტატებიც არიან. ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგნენ. ამ თემაზე რადიო მარნეული წერს.

დეპუტატები საარჩევნო აგიტაციის დროს მოსახელობას აქტიურად ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ მათ პრობლემებს და გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. რადიო მარნეულმა გამოკითხვა ჩაატარა თუ რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას მათგან. გამოკითხულთა უმრავლესობას მუნიციპალური პრობლემების მოგვარების იმედი აქვს.

„ბატონი ზაურისგან კარგ შედეგებს ველოდებით. ვიმეოდოვნებთ, რომ ხალხის იმედს გაამართლებს“;

„მე სურვილი მაქვს, რომ ჩვენს სოფელში ახალი საჯარო სკოლა აშენდეს და რაც შეიძლება ეს მალე გააკეთონ. საბირქენდის სკოლა დანგრეულია და ახლის აშენებაზე არ საუბრობენ“;

„ზაურ დარგალი დაგვეხმაროს. უმუშევარია ჩემი შვილი. ორი შვილიშვილი მყავს და ბანში კიდევ კრეტიდი მაქვს დასაფარი, მეც ასაკოვანი ვარ. რამდენადაც მოახერხებენ დაგვეხმარონ. ბაზარში ვზივარ აქ. 10 ლარი მრჩება, მეტი არა“, – ამბობენ ადგილობრივები.

მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.