საახალწლო კონცერტისთვის სცენით მომსახურებაზე ქუთაისის მერია თანხას ზრდის და ტენდერს მეორედ აცხადებს

430

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალაკონცერტისთვის, სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ეკრანითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ქუთაისის მერია ტენდერი მეორედ გამოაცხადა და თანხა გაზარდა.

აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის მერია 28 500 ლარს იხდიდა. ამჟამად იგივე მომსახურებაზე კი 37 000 ლარს გადაიხდის.

ტენდერის მეორედ გამოცხადების მიზეზი, პირველ ტენდერზე პრეტენდენტების არარსებობა გახდა, რის გამოც 12 -14 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს სცენის, ლედეკრანის, მხატვრული განათების და გახმოვანების აპარატურის მონტაჟი “შემსყიდველი”-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი.

ეს საქმიანობა “მიმწოდებელმა”  2022 წლის 31 დეკემბერს უნდა განახორციელოს.

კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი იქნება.