“ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში მისვლა დაიწყეს. პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად აქცია იმართება. პარლამენტის სხდომა 12 საათზე იწყება.
საკანონმდებლო ორგანოს ორივე შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი არჩევნების გაყალბებას და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტის შეკრებას აპროტესტებენ.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ისხდებიან.
აქტივისტები შენობაში შემსვლელ დეპუტატებს აქციის მონაწილეებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთეს. ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა ადგილზე ყვავილები მიიტანეს, რაზეც განაცხადეს, რომ ქართულ ოცნებას ყვავილებით აცილებენ.