კობახიძე: საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან შეფარდებული აქვს პატიმრობა

359

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე კვლავ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ასეთად მან დაასახელა: მოქალაქეობა და მსჯავრდებულობა.

“საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულითა და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს – ის საქართველოს მოქალაქე არ არის და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. ამისათვის, ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ წუხილი გამოთქვა, უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია.