ქუთაისის მერიამ ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ეპატზე სამმა, ხოლო მეორე ეტაპზე შვიდმა პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
პირველ ეტაპზე მერიაში სულ 14 ინიციატივა შევიდა, აქედან დაფინასება სამმა მოიპოვა:
1). პროექტი ,,მეტი ჩართულობა, მეტი აქტიურობისთვის’’. პროექტის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგია’’. პროექტი მიზანდ ისახავს ახალაგაზრდების ინფორმირებას საჯარო ონიციატივების და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ. მერიამ პროექტი 9982 ლარით დააფინანსა.
2). “sky კომპეტენციები დასაქმებისთვის’’, რომლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის განვითარების ცენტრია. პროექტი 18-29 წლის ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად. პროექტის ღირებულება 7950 ლარია.
3). პროექტი ,,ქუთეიდა’’. პროექტის ავტორი ,,იმერეთის დეველოპერული ჰაბია’’. პროექტი მიზნად ისახავს სამაგიდო თამაშებში ახალგაზრდების მობილიზებას, რომელშიც დატანილი იქნება ქუთაისის ტურისტული ლოკაციები. ეს ხელს შეუწყობს ახალზარდებში ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ქუთაისის ტურისტული პოტენციალის ზრდას. მერია პროექტს 8000 ლარით აფინანსებს.
რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, ქუთაისის მერიაში 16 ინიციატივა დარეგისტრირდა, აქედან 7-მა გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტებია:
1). “ახალგაზრდული მედია’’. ქრისტი ქარჩხაძის ავტორობით შექმნილი პროექტი 950 ლარის ღირებულებისაა. პროექტის ფარგლებში კვირაში ერთხელ ტოპნეწს.ცომ-ზე გაშუქდება ახალგაზრდული საჭირობები, ასევე ორ თვეში ერთხელ მომზადდება სიუჟეტი ახალგაზრდების პრობლემების შესახებ.
2). “ფოლკლორული მუსიკა თანამედროვე სამყაროში’’- პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში მოეწყობა საველე სამუშაობი, რაც გულისხმობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კოლკლორული მასალების ჩაწერას, შეგროვებას და მათ თანამედროვე არანჟირებას. პროექტის ავტორი ხატია მარლაკელიძეა. პროექტის ღირებულება 12360 ლარს შეადგენს, აქედან მერია მხოლოდ 7860 ლარს აფინანსებს, 4500 ლარით ავტორი თანადაფინასებაში შედის.
3). “არტ კარანტინი’’ -ნიტა ხაჩიძის მიერ შექმნილი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული თეატრალური სივცრის მოწყობას, ახალგაზრდულ პერფორმანსს და მასში ახალგაზრდა რეჟისოებისა და მსახიობების ჩართვას. მერიისგან მოთხოვნილი თანხა 10000 ლარს შეადგენს. 2000 ლარით კი ავტორი თანადაფინასებაში შედის.
4). “მწვანე ყვავილას საზოგადო მოღვაწეთა ბინადართა სავანე’’- პროექტის ფარგლეში მწვანე ყვავილას პანთეონში დაკრძალული მოღვაწეების შესახებ მომზადდება 8 დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ყველა მათგანის შემოქმედება გაერთიანდება. პროექტი საგანმანათებლო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ქუთაისის გამოჩენილ მოღვაწთა პოპულარიზაციას. პროექტის ავტორი სალომე სალაძეა. მისი ღირებულება 12000 ლარს შეადგენს. აქედან მერია მხოლოდ 10000 ლარს აფინანსებს.
5). “ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის-ვიცოდეთ მეტი უფლებების შესახებ’’- არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის ავტორობით შექმნილი’’ პროექტის მიზანი ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებაა. პროეტის ფარგლებში მომზადდება რადიო გადაცემები ადამიანის უფლებებზე, რაც ახალგაზრდების ინფორმირებას შეუწყობს ხელს. 1200 ლარიდან მერია მხოლოდ 9960 ლარს აფინანსებს.
6). “კანონი და ახალგაზრდები’’. პროექტის ავტორი მაია ყუფარაძეა. პროექტის ფარგლებში 2 თვეში 8 სატელევიზიო გადაცემა მომზადდება, რათა ახალგაზრდებმა კანონების ძირითადი ნიუანსები გაიგონ. პროექტის ღირებულება 6040 ლარია. პროექტი სატენდეროა და ჯერ არ არის გადაწყვეტილი რომელი ტელევიზია მოამზადებს სიუჟეტებს.
7). “სპორტი ყველასთვის’’ – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰორიზონტი ყველასთვის’’ავტორობით შექმნილი პროექტის მიზანი სპორტულ ცხოვრებაში შშმ პირთა ჩართულობაა. პროექტის ფარგლებში შშმ პირები პარასპორტ ,,ბოჩაში’’ მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი მერიამ 6100 ლარიტ დააფინანსა. პროექტს სხვა სპონსორებიც ჰყავს.
ქუთაისის მერიამ 2020 წელს ახალგაზრდული ინიციატივებისთვის 100 ათასი ლარი გამოყო, აქედან 84 ათასი ლარი აითვისა.
ქუთაისის მერია ახლგაზრდული ინიციატივების კონკურსს 2018 წლიდან ატარებს.