უგულავა კობახიძეს: თუ პარლამენტში მარტო იქნებით, გადაიპარსე თავი, თუ არა – მე გადავიპარსავ

305

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს “ნიძლავს” სთავაზობს.

“მეც მაქვს თმა შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. მოდი დავდოთ თუ გინდა საჯარო ნიძლავი, ხვალ თუ მიიღებს მაგ ნიძლავს, 11-ში თუ იქნებიან მარტო, გადაიპარსოს თავი, თუ არა და მე გადავიპარსავ. აწყობს კობახიძეს?”, — განაცხადა გიგი უგულავამ TV პირველის ეთერში.

გიგი უგულავას მტკიცებით, 11 დეკემბერს ქართული ოცნება პარლამენტში მარტო იქნება.

“ხომ იძახის 11-ში ვიქნებით ყველაო, მე ვეუბნები რომ არ იქნება და იქნებიან მარტო. ვინც ყანყალებს იმასაც აქეთ ვთვლი”, — განაცხადა უგულავამ.