ჩუღურეთის რაიონში, გუმათის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

349

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გუმათის ქუჩაზე 1 660 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნენ.

„გუმათის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. აღნიშნულ მისამართზე მსგავსი სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე წელს, 40-მდე მისამართზე მოწესრიგდა ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გამოიყო“, – განაცხადა დავით უთმელიძემ.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 93 200 ლარია.