„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისში, “ქართული ოცნების ოფისთან” აქციებს აანონსებს. მისი თქმით, შპს „პარკინგსერვისი“ავტომფლობელებს უკანონოდ აჯარიმებს.
წულაია განმარტას, რომ მან კომპანიის საქმიანობით დაინტერესების მოთხოვნით პროკურტურას არაერთხელ მიმართა, თუმცა საგამოძიებო ორგანო თემით არ დაინტერესებულა.
“მოვუწოდებ ქუთაისის მერობის კანდიდატს “ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭიღვარიას, რომ ამოიღოს ხმა და გააკეთოს განცხადება არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოყვება, აქციებს გავმართავთ. ადამიანები იხდიან „პარკინგსერვისის“ მიერ გამოწერილ ჯარიმებს, თუმცა თანხის ასახვა არ ხდება და 150-ლარიანი საურავი ერიცხებათ. ეს არის ხალხის გაყვლეფა და ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა,“- ამბობს წულაია.
შპს „პარკინგსერვისში“ აცხადებენ, რომ ისინი კანონის ფარგლებში საქმიანობენ. “30-დღიანი ვადის გასვლის და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემა ჯარიმას ავტომატურად რიცხავს და ამასთან „პარკინგსერვისი“ არაფერ შუაშია,“- აცხადებენ კომპანიაში.
წყარო: იმედინიუსი