რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მერის მოადგილე გოჩა ლორია „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში“ უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს არა მხოლოდ რუსთავის, არამედ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მეწარმეების გაძლიერებისთვის მათთან ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს არსებული გამოწვევების პირობებში. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
რუსთავის მერის მოადგილე კი კახა გურული იქნება, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტში მუშაობდა და მას საჯარო სექტორში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ის მერიაში რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ჩაიბარებს.
გოჩა ლორია რუსთავის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.