ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.
დოკუმენტში მესამე თავი ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას – მოთხოვნაა, რომ “თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით”.
3. საარჩევნო სისტემა
- ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით.
- თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით.
ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისადმი შეთავაზებულ დოკუმენტში სულ 4 ქვეთავია, პირველი ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას; მეორე – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2021 წელს ან პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ; მესამე – საარევნო სისტემას და მეოთხე – საარჩევნო ადმინისტრაციას.