ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA Georgia მხარდაჭერით მომუშავე დონორ ორგანიზაციებს “ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგია 2025”-ის ძირითადი მიმართულებები, მიზნები, ამოცანები და ინდიკატორები წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა დონორთა მხრიდან ინტერესის სფეროს გამოკვეთას და სამომავლო საკოორდინაციო გეგმების დასახვას.
აღნიშნულ შეხვედრას გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ნინო სამველიძე ესწრებოდნენ.