ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ხმაური იყო. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და გარემოვაჭრეების მიერ დალაგებული დახლები ტერიტორიიდან გაიტანეს.
მერიის თანამშრომლების გამოჩენას, გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, წასასვლელი არსად აქვთ და ერთადერთი ადგილია, სადაც შემოსავალს იღებენ.
„ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს, გვესმის, რომ ანტისანიტარიაა, გამოიყოს შესაბამისი პირი და პერიოდულად ტერიტორია დაასუფთავოს. ამ პანდემიის პირობებში ერთადერთი ადგილია, საიდანაც ოჯახს ვარჩენთ”,- აცხადებენ გარემოვაჭრეები.
წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეებმა დახლები კვლავ დაალაგეს და თევზითა და სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობის გაგრძელებას ცდილობენ.