გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს გადასცა

641

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადასცა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სულ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შეისყიდეს, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა უკვე დახარჯულია.

“10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა დღეში 20 ათას ტესტს გააკეთებს.