„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე აჭარის მთავრობაში გააგრძელებენ მუშაობას, შესაბამისად აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგითობის წესის თანახმად „ქართული ოცნების“ სიითი შემადგენლობის შემდეგი 3 დეპუტატი შედის.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მე- 5 მოწვევის შემადგენლობაში ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 14 წევრით, საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.