ფუტკარაძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2023 წელს 535 549 400 ლარს შეადგენს

325

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2023 წელს 535 549 400 ლარს შეადგენს, – ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა. იგი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე რესპუბლიკური ბიუჯეტში გათვალისწინებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრის თქმით, რეგიონის ბიუჯეტში პრიორიტეტია სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ამასთან განათლება და ტურიზმის მიმართულება. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დაფინანსება იზრდება.

ფუტკარაძის ინფორმაციით, მომავალი წლიდან აჭარის სამინისტროებში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამები ამოქმედდება.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.