აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოთხი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

298

წინა სტატია

აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირი ბათუმის საქალაქოსასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მოსამართლემ მტკიცებულებების წარსადგენად მხარეებს დრო მისცა.

ლაშა კომახიძის განცხადებით, აჭარის მთავრობასთან პერფორმანსის დროს უკანონოდ დააკავეს.

“ჩემი მიზანი იყო, ცაში ბუშტი გამეშვა, რაშიც პოლიციამ ხელი შემიშალა. ამ დროს სიტუაცია დაიძაბა და სამართალდამცავებმა ჩემი დაკავება გადაწყვიტეს. ბრალდების მხარეს, აბსურდული არგუმენტი ჰქონდა. სასამართლო გადაიდო მტკიცებულებების არარსებობის გამო, ველოდებით ბრალდების მხარის მტკიცებულებებს”, – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ცნობისთვის, 1 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.