მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლები კოვიდ -19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკვე გამოწვეულ და მოსალოდნელ პრობლემებს უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხულოში შიშობენ, რომ ვერ მოახერხებენ კარტოფილისა და რძის პროდუქტის მარაგის რეალიზაციას, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავრი წყაროა. ასევე საუბრობენ საკვები პროდუქტის ფასების ზრდაზე, რასაც სავაჭრო ობიექტებშიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ შესამჩნევად მოიმატა ზეთისა და პურის ფქვილის ფასმა. მაღალმთიან სოფლებში კი პურს ძირითადად სახლებში აცხობენ.