ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი, კეთილმოეწყობა ქუჩის შესახვევები და ჩიხები.
პროექტის ფარგლებში უკვე სრულდება აფსაროსის გზატკეცილის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიღვრე კოლექტორი, ამჟამად მისი გადახურვის სამუშაოები სრულდება.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.