ჯონდო მდივნიშვილი: ლაგოდეხში, პირველ ეტაპზე, მთლიანად მოწესრიგდება ძირითადი ინფრასტრუქტურა

824

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი მოსახლეობასთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი სოფლების – კაბალის, კართუბანის, კავშირის, შრომისა დაქალაქ ლაგოდეხში კავკასიონის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.

მდივნიშვილის თქმით, მისი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მთლიანად მოწესრიგდეს ძირითადი ინფრასტრუქტურული გამოწვევები – გზა,წყალი, ელექტროსისტემა, მოხდეს ყველა სოფლის გაზიფიცირება. „პარალელურად, ცენტრალურ ხელისუფლების დახმარებით, მინდა დაიწყოს აქტიური მუშაობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა დამუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდაზე”, – აღნიშნა მან.

მოსახლეობასთან შეხვედრისას მერობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობა უკეთ გაეცნოს სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც, მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ადგიობრივ ფერმერებს სხვადსხვა სახის დახმარებას უწევს. მიმდინარე კვირას ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ასევე შეხვდა სოფლების – ჰერეთის კარის, საქობოს, ვარდისუბნის, მშვიდობიანის, თამარიანისა და ჭიაურის მოსახლეობას.

წყარო: სპექტრი