რიჟვაძე აქციის მონაწილეებს: არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე მთელი აჭარა საუბრობდეს

325

თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე მთელი აჭარა საუბრობდეს. ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სახე, ისე რომ მეზობელს მოსალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება.

ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომის პარალელურად მთავრობუს სახლის წინ აქცია მიმდინარეობს.

გუშინ, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა თუმცა სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ მონაწილეები შენობის პიკეტირებას აპირებენ, რაც უკანონობაა. აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება. ოპოზიცია საპროტესტო თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვს. პარალელურად მიდინარეობს აჭარის მთავრობის სხდომაც.