ხულოს მუნიციპალიტეტში “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სია და მერობის კანდიდატი რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გოჩა მელაძეა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კურორტ „გოდერძის“ დირექტორის მოადგილე იყო. ხულოში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 13 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის მხოლოდ ერთია მოქმედი. ჯამბულ შაინიძე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის მოსახლეობის ნდობის მოპოვებას ამჯერად სხალთის თემში შეეცდება.
წყარო: აჭარის ტელევიზია