როდის შეუდგება მუშაობას ქუთაისის ახლადარჩეული მერი

612

ქუთაისის ახალდარჩეულმი მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქის პირველი პირის რანგში მუშაობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის დაწერიდან მე-11-ე დღეს შეუდგება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“ყველანაირი საარჩევნო პროცედურა უნდა დასრულდეს, იგივე კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების ვადაც არის გასათვალისწინებელი, თუმცა, საბოლოოდ, დამოკიდებულია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯემებლი ოქმის გამოქვეყნებაზე. რომლის მაქსიმალური ვადა არის 21 დეკემბერი. თუმცა, შესაძლოა ამდენი დროც არ იყოს საჭირო, თუკი არჩევნების შედეგები არ გასაჩივრდა. დიდი ალბათობით, ახალი მერი მუშაობას დეკემბრის დასაწყისში შეუდგება”, – განმარტავს მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.

31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებთან ართად ქუთაისში მერის არჩევნებიც ჩატარდა, თუმცა ისმის გამო, რომ ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან საკმარისი ხმა ვერცერთმა მიიღო, რის გამოც, მეორე ტური დაინიშნა, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატი უკონკურენტო იყო, რადგან ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 92 % მიიღო.

იოსებ ხახალეიშვილი ამ დრომდე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა.