ტიკარაძე: 279 თავისუფალი საწოლი გვაქვს

292

ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებული გვაქვს 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952, განთავსებულია 5741 პაციენტი, ტრიაჟში გადასანაწილებლად-სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას, ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჯანდაცვას ოქტომბრის თვეში 3300 საწოლი ჰქონდა მობილიზებული, დღეის მდგომარეობით, საწოლფონდი 7000-ს აჭარბებს.

„ამით ჩვენ ვცდილობთ ვმართოთ ნაკადები და ყველა ჩვენს მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.