ტიკარაძე: ჩემი გადადგომა არ იგეგმება

393

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ასე გამოეხმაურა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

ტიკარაძის თქმით, ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მას აქვს.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ტიკარაძემ.