სოზარ სუბარი წინასაარჩევნო შემოწირულობებზე საუბრობს

850

„ქართული ოცნების“ შემოწირულობა წინასაარჩევნოდ, ყველა სხვა პარტიის მიერ მიღებულ თანხას 20-ჯერ აღემატება, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მთავრი შეკითხვები ამ საკითხზე სხვა პარტიებთან უნდა გაჩნდეს, რადგან შეუძლებელია ოპონენტები წინასაარჩევნო აგიტაციას ასეთი მიზერული თანხით ატარებდნენ.

სოზარ სუბარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსული თანხა დეკლარირებული აქვს, ხოლო სხვა პარტიების დოკუმენტები ეჭვს აჩენს.

„ჯობია ყველა პარტიას დეკლარირებული ჰქონდეს თავისი შემოსავალი. „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული. შესაბამისად კითხვები უნდა გქონდეთ იმ პარტიებთან, რომლებიც ყოველთვის დადიან რეგიონებში, დღე და ღამე ატარებენ აგიტაციას და ამ დროს, თურმე, არანაირი შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება, რომ მათ თანხებო აქვთ არალეგალურად დამალული, რაც არის ძალიან ცუდი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრმა პროკურორ ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების მიერ მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ პირებმა აუდიტის სამსახური შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა ყველაფერი გაირკვეს.

წყარო: რუსთავი2