დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი სოზარ სუბარის განცხადებას პასუხობს. ნინო ბურჯანაძის განმარტებით ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შემოწირულბა არ გააჩნია, შესაბამისად ისინი ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან. შემოწირულობის გადამალვა კი არც ერთ პარტიას არ აწყობს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის განცხადებით, როცა ესა თუ ის პარტია დღე და ღამე დადის, აგიტაციებს ატარებს და აღმოჩნდება, რომ შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები არალეგალურად აქვთ გადამალული.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, შემოწირულობის სახით, თანხის უდიდესი ნაწილი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ჩაირიცხა – მმართველმა პარტიამ 7 343 993 ლარი მიიღო.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი