მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის აჭარის ორ ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატებმა ტიტე აროშიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ გაიმარჯვეს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უკვე დასრულდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე და აჭარის ოლქში დათვლილია 300 საარჩევნო უბნის შედეგები.
“აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ოლქების მიხედვით ასეთია: 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქისთვის დათვლილია 120 საარჩევნო უბანი. ხმების რაოდენობა არის 34 287 ამომრჩეველი. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
N5 გიორგი კირთაძე საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” მიღებული აქვს – 4 115 ხმა, 12%.
N41 ტიტე აროშიძე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მიღებული აქვს – 30 172 ხმა , 88%.
30-ე მაჟორიტარული ოლქი- დათვლილია 180 საარჩევნო უბანი. ხმების საერთო რაოდენობაა 36 605.
N5 გია აბულაძე საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაში” მიღებული აქვს 3 956 ხმა, 10,81%.
N41 ფრიდონ ფუტკარაძე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მიღებული აქვს 32 649 ხმა, 89,19% “,- განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.
მისი განმარტებით, 21 ნოემბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აჭარის საარჩევნო უბნებზე მისულმა 73 833-მა ამომრჩეველმა, რაც ორი მაჟორიტარული ოლქისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 30%. უმაღლესი საარჩევნო კომისია საუბნო და საოლქო და საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, ანუ 10 დეკემბრამდე სხდომაზე შეაჯამებს უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს და შეადგენს არჩევნების შედეგების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.