ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის N6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმათა 89.95% (28 522 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ მიიღო.
რაც შეეხება მის კონკურენტს “გირჩიდან”, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 10.05% დააგროვა (3 188 ხმა).
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა