ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის N10 საარჩევნო ოლქში ხმათა 88.83% (44 616 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო.
რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, გიორგი ბოტკოველს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 11.17% დააგროვა (5608 ხმა).
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.