ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში შალვა კერესელიძემ ხმების 92.53% მიიღო

722

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის N11 საარჩევნო ოლქში ხმათა 92.53% (25 728 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, ცეზარ ჩოჩელს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 7.47% დააგროვა (2076 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.