ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ხაშურის, ქარელისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები)N16 საარჩევნო ოლქში ხმათა 91.72% (30 602 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაალ (ზაზა) დუგლაძემ მიიღო.
რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, ნატო ჩხეიძეს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 8.28% დააგროვა (2763 ხმა).
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.