ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ანზორ ბოლქვაძემ ხმების 88.19% მიიღო

755

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც,  ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს N30 საარჩევნო ოლქში ხმათა 88.19% (32 062 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა,ანზორ ბოლქვაძემ მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, მიშა ბოლქვაძეს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 11.81% დააგროვა (4293 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.