ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ბეჟან წაქაძემ ხმების 91.94% მიიღო

668

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის N21 საარჩევნო ოლქში ხმათა 91.94% (39 810 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, კახა გეწაძეს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 8.06% დააგროვა (3488 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.