1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარტიებმა შემოწირულების სახით 7 726 993 ლარი მიიღეს

631

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებმა შემოწირულების სახით 7 726 993 ლარი მიიღეს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხის უდიდესი ნაწილი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ჩაირიცხა – მმართველმა პარტიამ 7 343 993 ლარი მიიღო.

მეორე ადგილზე “ევროპული საქართველოა” 323 675 ლარით, მესამე ადგილს კი “პატრიოტთა ალიანსი” იკავებს – პარტიამ შემოწირულების სახით 15 600 ლარი მიიღო.

ყოფილი მმართველი პარტია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5 432 ლარით, მეშვიდე ადგილზეა.

პარტიების შემომწირველებს შორის არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები.

წყარო: ImediNews