საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიფარა ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის, გუდამაყრისა და ხორხის ხეობები. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით 100-მდე სოფელი და 550-მდე მუდმივად მცხოვრები ოჯახი უკვე სარგებლობს.
ინტერნეტიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.
„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს ამ დრომდე არ ჰქონდათ წვდომა კომუნიკაციის საშუალებებთან და მათ სატელეფონო კავშირის დასამყარებლად რამდენიმე კლომეტრის გავლა უწევდათ. აღნიშნული პროექტი, მობილური კავშირისა და ინტერნეტის სერვისი გარდა, მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და, ადგილობრივების ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლით, შეამცირებს მიგრაციას,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.