დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არღუნში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად მოსახლეობას წყლით მომარაგება აღუდგა და წინანდელთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა.
„სოფელ არღუნში არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა, რადგან მოსახლეობას წყალი არ მიეწოდებოდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 37 588,52 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.