მცხეთა-მთიანეთში 2019-2020 წლებში 100 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო

396

მცხეთა-მთიანეთში 2019-2020 წლებში 100 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საქართველოს მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ათობით მილიონი ლარი დახარჯა. მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში დაიგო ას კილომეტრზე მეტი გზა, აშენდა ერთი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ ხიდს, მიმდინარეობს მრავალმილიონიანი პროექტის მშენებლობა, კერძოდ, ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში 9-კილომეტრიანი გვირაბისა და 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობაა დაგეგმილი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოგვარების პარალელურად სამშენებლო პროექტებმა დამატებითი სამუშაო ადგილები გააჩინა რეგიონში.