სამგორის საოლქო კომიასთან აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბესიკ გაზდელიანი გაათავისუფლეს

400

წინა სტატია

სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომიასთან აქციის მიმდინარეობისას დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი გაათავისუფლეს.

როგორც მოძრაობა “შეცვალეს” წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, გაზდელიანი დაკავების შემდეგ შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, ცოტა ხნის წინ კი გაათავისუფლეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მათმა აქტივისტებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნით სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გამართეს. აქციის მიმდინარეობისას “ნაციონალური მოძრაობის”პოლიტსაბჭოს წევრმა ბესიკ გაზდელიანმა შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერის დაკვრა სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. საოლქო კომისიის შენობასთან აქცია დასრულებულია.