ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიცური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ.
„ჩვენი ერთი წარმომადგენელი საოლქოში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. მან შეტყობინება გაუგზავნა საოლქო კომისიას და მიმართა თხოვნით, რომ მისი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა, რაც ვერა და ვერ მოხერხდა. კანონით, განსხვავებული აზრის დაფიქსირება არ იკრძალება. ხალხო, სად ვცხოვრობთ ჩვენ, ჩრდილოეთ კორეაში?!“- განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმნისტრაცია აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.
„ეს იყო ტექნიკური გაუმართაობის ბრალი. მხოლოდ ქალბატონი ნინო არ იმყოფება თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციაშია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ისიც ვერ დაესწრო. ონლაინ ჩართვა ვერ მოხერხდა. თუმცა, მისთვის იყო შეთავაზებული, შეეძლო სატელეფონო ზარის საშუალებით ჩართულიყო, რაც მან არ გააკეთა,“- განაცხადა 70-ე საოლქო სააღცევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა გაწერელიამ.