რუსთავში, ჭავჭავაძის გამზირზე LED განათებები დამონტაჟდა

344

რუსთავში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გარეგანათებები LED სანათებით შეიცვალა. ახალი სანათი წერტილების დამონტჟების სამუშაოები “რუსთავსერვის ცენტრმა” განახორციელა.

როგორც “ინფო რუსთავს” სამსახურის ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ განუცხადა, შეიცვალა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული 20-მდე განათება. აღნიშნულ ქუჩაზე ჩამოიხსნა მოძველებული ელექტრო სადენები.

ინფორმაციისთვის, დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც რუსთავის გარეგანათებაში დახარჯულ ელექტროენერგიას რამდენიმე პროცენტით ამცირებს.