“ქუთაისს ძალიან მალე განახლებული შიდა საქალაქო ტრანსპორტი მოემსახურება”

727

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ამირან კოპალეიშვილი ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ მომდევნო წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

როგორც კანდიდატმა  ამომრჩეველთან აღნიშნა, ძალიან მალე ქალაქისთვის ახალი სატრანსპორტო სქემა შემუშავდება, რომლის თანახმად, არსებული ავტო პარკის განახლება მოხდება. დაინერგება გადახდის ახალი სისტემა და ტრანსპორტი, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ქალაქში გადაადგილებას კიდევ უფრო მარტივს და მოსახერხებელს გახდის.

,,2019 წლიდან იგეგმება სატრანსპორტო საშუალებების სრული განახლება. შეიცვლება გადახდის სისტემა და თქვენ საშუალება გექნებათ მგზავრობის საფასური ნებისმიერი სახის პლასტიკური ბარათით გადაიხადოთ. შიდა საქალაქო ტრანსპორტი ასევე ადაპტირებული იქნება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის,”-განაცხადა უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან კოპალეიშვილმა.

წყარო: ნიუპრესი