“შენი იდეა ბათუმს“ – გამარჯვებული იდეები ცნობილია

356

„შენი იდეა ბათუმს“ –  პროექტის გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. გამარჯვებული იდეების რაოდენობა დაგროვებული ხმების შესაბამისად, პროექტისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტის, 500 ათასი ლარის გათვალისწინებით განისაზღვრა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

შესაბამისად, 2021 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება შემდეგი იდეები:  ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი / სთრით არტ მოვემენტბათუმი-ველოქალაქი –  მობილური კინოთეატრი,  ქუჩის კალათბურთის მოედანი, ფერადი ეზოები ბავშვებს,  ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი, ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი, ორგანული ნარჩენების კომპოსტირება.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იუესეიდი, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამისა და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით.