ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში შერჩეული იდეების ხმის მიცემა დაიწყო

803
2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში 53-დან 10 იდეა შეირჩა. 10 საუკეთესოს შორის გამარჯვებულები ახლა მოქალაქეებმა ხმის მიცემით უნდა გამოავლინონ. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მხარდაჭერა მაქსიმუმ 3 იდეას გამოუცხადოს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. 

შერჩეული იდეების ჩამონათვალი ასეთია: მწვანე კუნძულები, ვუყუროთ გარეთ, ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი, ქუთაისის კალენდარი, თეთრი ღამეები, შშმ სწავლება და დასაქმება, პროპკის ტყის ტურისტულ ზონად ქცევა, Oktoberfes, სადეზინფექციო ჯიხურები – ბარერი(COVID-19)-ის წინააღმდეგ, სივრცე სკეიტბორდერებისთვის.

ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: