კობახიძე: „ევროპული საქართველო“ აპირებს საარჩევნო უბნების დახურვისას ხელოვნური რიგები შექმნან

227

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ აპირებს საარჩევნო უბნების დახურვისას ხელოვნური რიგები შექმნან.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხელოვნური რიგების შექმნას იმ ადამიანების მონაწილეობითაც აპირებენ, ვინც ხმა უკვე მისცა.

„ევროპული საქართველო“ 8 საათისთვის გეგმავს ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომელთაც უკვე აქვთ ხმა მიცემული. წესი არის შემდეგი, როდესაც 8 საათისთვის იხურება უბნები, ამოწმებენ ვინ დგას რიგში და ამ ადამიანებს აქვთ ხმის მიცემის საშუალება. ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა. ამომრჩევლებს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ყველას მოგიწოდებთ გაიზიაროთ”ქართული ოცნების” გამარჯვება“,- განაცხადა კობახიძემ.