კობახიძე: ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტში დაახლოებით 100 მანდატი გვექნება

271

ჩვენ გვექნება დაახლოებით 100 მანდატი შემდეგი მოწვევის პარლამენტში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დღეს ხელმოწერილ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„მე გარწმუნებთ, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ეს პარტიები „ქართულ ოცნებასთან“ არ შექმნიან კოალიციას. ჩვენ გვექნება დაახლოებით 100 მანდატი შემდეგი მოწვევის პარლამენტში. შესაბამისად, ყოველგვარ კოალიაციაზე საუბარი ზედმეტია,“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნიან.