„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
ვაქვეყნებთ მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
სიღარიბე და უმუშევრობა
- სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა;
- პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვამ თვითდასაქმება შეამცირა და კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა;
- პენსიონრის მწირი შემოსავალიც კი მნიშვნელოვანი რესურსია ოჯახისთვის;
- ინფრასტრუქტურის გაუმართავობა ხელს უშლის სოფლის მეურნეობასაც და სხვაგვარად დასაქმებასაც.
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
- სოფლის ამბულატორიები რეალურად არ მუშაობს;
- მხოლოდ მარნეულშია მეტ-ნაკლებად შესაძლებელი სამედიცინო მომსახურების მიღება მიმდებარე რაიონებისთვისაც;
- წამლების სიძვირე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
განათლების სისტემის გაუმართავობა
- ბაღები არაა საკმარისი რაოდენობით, განსაკუთრებით სოფლებში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში არაა საბავშვო ბაღი;
- სკოლებში მასწავლებლები არც ჰყოფნით და კვალიფიკაციის პრობლემებიც აქვთ;
- ბევრმა პენსიონერმა მასწავლებელმა მიიღო ერთჯერადი ჯილდო და დატოვა სკოლა, მაგრამ სანაცვლოდ ახალი მასწავლებლები არ მოსულან;
- ქართული ენის სწავლების დაბალი ხარისხის გამო უმაღლესი განათლება და დასაქმება ძალიან რთულად მისაღწევია;
- პრობლემაა აზერბაიჯანულ ენაზე სასწავლო მასალების ხარისხი;
- პროფესიული განათლების შესაძლებლობა არის, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობაა მოსახლეობაში და სწავლის ხარისხიც დაბალია.
წყლისა და კანალიზაციის გაუმართავი სისტემა
- სასმელი წლის პრობლემაა მარნეულშიც და მით უფრო – სოფლებში;
- სარწყავი წყალი ბევრგან არაა და სოფლის მეურნეობასა და მოსახლეობას ძალიან აზარალებს;
- კანალიზაცია სოფლებში საერთოდ არაა, ქალაქში კი გაუმართავია.
ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
- ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას ძალიან უშლის ხელს;
- საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა მარნეულში განსაკუთრებით პრობლემურია;
- კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა მარნეულშიც შეზღუდულია და მეზობელ მუნიციპალიტეტებში – კიდევ უფრო მეტად, განსაკუთრებით გოგონები ზარალდებიან ამით.
კორუფცია
- ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიანურდება და უხარისხოდ სრულდება;
- ტენდერებს მხოლოდ დაახლოებულ კომპანიებს აძლევენ;
- ნეპოტიზმის გამო ადგილობრივი კვალიფიციური კადრები არ საქმდებიან.
უსაფრთხოება
- უსაფრთხოების პრობლემა განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს აქვთ როგორც შინ, ისე საზოგადოებრივ სივრცეში, რის გამოც შეზღუდულები არიან.
- პოლიციისა და სასამართლოს მიმართ ძირითადად უნდობლობაა.
სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.