“ქართული ოცნება”: მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

421

„რა გაკეთდა სამეგრელოში“ – მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.

აპლიკაციის გარდა, ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ონლაინ ბუკლეტიც, რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბმულზე: http://gd.ge/samegrelo/ 

უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის ხელშეწყობა, სოფელზე ზრუნვა, სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დადგენა – ეს არის ის უმთავრესი მიმართულებები, რამაც რეგიონში უკეთესი ცხოვრების პირობები შექმნა და რისი გაგრძელებაც სამეგრელოს კიდევ მეტ განვითარებას მოუტანს.

აპლიკაცია მოიცავს როგორც რეგიონის ჯამურ სტატისტიკას, ისე პროექტებს თითოეული მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა – ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის, მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, დევნილებისთვის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთათვის, პენსიონერებისთვის, პაციენტებისთვის და ექიმებისთვის, პანდემიასთან ბრძოლისთვის, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მეტი უსაფრთხოებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, გარემოს დაცვისთვის, მეცნიერებისთვის, ტურისტებისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის.

აპლიკაცია სახელწოდებით – „რა გაკეთდა სამეგრელოში“ – შეგიძლიათ გადმოწეროთ Google Play-დან, ხოლო ონლაინ ბუკლეტი იხილეთ http://gd.ge/samegrelo/ ბმულზე.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.