ხატია დეკანოიძე: „ქართული ოცნება“ მოქმედებს „ქართული მარშის” დახმარებით

418

სრულად უმოქმედო იყო შს სამინისტრო. ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” “ქართული მარშის” დახმარებით მოქმედებს “, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ფაქტი შეაფასა, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და “ქართულ მარშს” შორის დაპირისპირება მოხდა.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურდა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის მხარდამჭერები არ მოსულიყვნენ.

“ ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” მოქმედებს “ქართული მარშის” დახმარებით, ამიტომ ის რაც დღეს მოხდა ზუსტად ასახავდა იმას, რაც “ქართულ ოცნებას” სურდა, დღეს აქ ამ გამარჯვების აქციაზე, 31 ოქტომბრამდე 2 დღით ადრე არ მოსულიყვნენ ადამიანები. სრულად უმოქმედო იყო შს სამინისტრო. მე მოვუწოდე მათ შეესრულებინათ კანონით დაკისრებული მოვალეობა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც 31 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს აქცია “ზეიმის აქცია” იქნება.

“დარწმუნებულები ვართ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი იზეიმებს ბიძინა ივანიშვილი დამარცხებას” , – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებულ „თბილისოც“ შეაფასა, რომლიც ნაწილიც მან რუსულად იმღერა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას რუსული სიმღერა თავისუფლების მოედანზე არ მოწონს.

“ტექნიკურ ნაწილზე ვერაფერს ვიტყვი. რამდენიმე წუთის წინ ბუბამ სცენაზე გაკეთდა განცხადება, რა თქმა უნდა, რუსული სიმღერა არც მე არ მომწონს თავისუფლების მოედანზე” , – განაცხადა დეკანოიძემ.